პლატფორმის შესახებ

iDo.ge წარმოადგენს დასაქმების ონლაინ-პლატფორმას, რომლის მიზანია საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყოს ნიჭიერ და კრეატიულ მომხმარებლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაში, ხოლო დამსაქმებელს ხელმისაწვდომი ადამიანური რესურსების მოძებნაში ინტერნეტის საშუალებით. დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია და ეს კომფორტული და ახლა უკვე ხელმისაწვდომიცაა!
გაეცანი iDo.ge-ს უპირატესობებს.

გარანტიები

განცხადების ავტორსა და დამკვეთს შორის ავტომატურად ფორმდება ელექტრონული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს საქმიან ურთიერთობებს.
ყველა ფინანსური ოპერაცია სრულდება დაცული ელექტრონული სისტემა „eMoney“-ს საშუალებით. დამკვეთის მიერ გადახდილი თანხა იბლოკება და საიმედოდ ინახება მანამ, სანამ დამკვეთი არ ჩაიბარებს შესრულებულ სამუშაოს. სამუშაოს არასრულყოფილად ან უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში დამკვეთს შეუძლია სრულად დაიბრუნოს გადახდილი თანხა.

როგორ ვიშოვო ფული

შეარჩიე თემატიკა და განათავსე ახალი განცხადება.

გაუზიარე მეგობრებს განცხადება სოციალური ქსელების საშუალებით.

ჩვენ შეგატყობინებთ, როდესაც გამოჩნდება მომსახურების მიღების მსურველი.

შეასრულე სამუშაო და მიაწოდე ის დამკვეთს ამავე საიტის საშუალებით. გაწეული სამსახურისთვის მიიღე გასამრჯელო.

გაანაღდე გამომუშავებული ფული eMoney-ს საშუალებით.

ან შენ თვითონ გახდი დამსაქმებელი და შეუკვეთე მომსახურება ბალანსზე არსებული თანხიდან.

როგორ შევუკვეთო მომსახურება

მოძებნე და შეუკვეთე შენთვის სასურველი მომსახურება.

გადაიხადე შეკვეთის ღირებულება eMoney-ს საშუალებით.

საიტის საშუალებით მიიღე მონაწილეობა და თვალი ადევნე სამუშაოს შესრულების პროცესს.

ჩაიბარე შესრულებული სამუშაო.

საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვე შესრულებულ სამუშაოში ხარვეზების გამოსწორება.

შეაფასე შესრულებული სამუშაო და შემსრულებელის პროფესიონალიზმი.

გაეცანი საიტის მომსახურების პირობებს და წესებს.
იხილე საიტის გაცნობითი ტური.
  1. რა უპირატესობები აქვს iDo.ge-ს?

    1. გადახდილი თანხა საიმედოდ ინახება სასურველი შედეგის მიღებამდე.
    ყველა ტრანზაქცია სრულდება დაცული ელექტრონული სისტემა eMoney-ს საშუალებით. გადასახდელი თანხა იბლოკება eMoney-ს სისტემაში, ხოლო შემსრულებელი მიიღებს ანაზღაურებას დამკვეთის მიერ სამუშაოს მიღების შემდეგ.

  2. თანხის დაბრუნების გარანტია

    2. თუ სამუშაოს შედეგი უხარისხო და მიუღებელია დამკვეთისათვის, გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება მას.

  3. დისტანციური მუშაობის საშუალება

    3. იმუშავე შემსრულებელთან ან დამკვეთთან დისტანციურად დღის თავისუფალი განრიგით და შენთვის სასურველი ადგილიდან - თუნდაც ტროპიკული სამოთხიდან, მთავარია გქონდეს ინტერნეტი :)

  4. გამოავლინე საკუთარი პოტენციალი

    4. დროა დასაქმდე! გამოავლინე საკუთარი ნიჭი და მონდომება და აქციე დრო ფულად.

  5. დამატებითი შემოსავალი

    5. მოსინჯე საკუთარი თავი ახალ პროფესიებში და მიიღე დამატებითი შემოსავალი.

ვეძებ ფრილანსერს ვეძებ სამუშაოს