iDo.ge არის, ფრილანსზე (დისტანციური დასაქმება) გათვლილი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია განათავსოს მომსახურების განცხადება და დაიწყოს მუშაობა საკუთარი სპეციალობით, თავისუფალი გრაფიკით - ონლაინში. ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია მომსახურების მიღება სახლიდან გაუსვლელად. iDo.ge იძლევა დამსაქმებლის და სამუშაოს მაძიებლის დაკავშირების მეტად მარტივ, მოხერხებულ და სწრაფ საშუალებას. მხარეებს შორის თანამშრომლობა ყველა ეტაპზე (დავალების მიღება/შესრულება/ჩაბარება და შრომის ანაზღაურება) დისტანციურად ხორციელდება.
საიტზე iDo.ge მუშაობის დაწყება ძალზედ მარტივია. ამისათვის საჭიროა:
პლატფორმაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ორი გზით, eMoney ან Facebook ანგარიშების გამოყენებით. ეს მარტივია და იკავებს ძალზედ მცირე დროს. eMoney-ანგარიშის ფლობა აუცილებელია ანაზღაურების მისაღებად და გასაწევი მომსახურების ღირებულების გადასახდელად.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ყოველივე მომსახურების შეძენისას მხარეებს შორის ავტომატურად ფორმდება ელექტრონული ხელშეკრულება. ის ავტომატურად ივსება თქვენს მიერ რეგისტრაციისას მითითებული მონაცემებით (სახელი/გვარი/პირადი ნომერი). არასწორი მონაცემების შეყვანის შედეგად წარმოშობილი პრობლემების შემთხვევაში, თქვენი უფლებების დაცვა იქნება შეუძლებელი. ასევე, აუცილებელია საკონტაქტო ელფოსტის და მობილური ნომრის მითითება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მიიღოთ შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაცია. თავის მხრივ, iDo.ge პასუხს აგებს თქვენს მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
არა. რამდენიმე ანგარიშის ფლობა დაუშვებელია.
ხარისხის და სანდოობის შესანარჩუნებლად, პლატფორმა აღჭურვილია ცალკეული მომსახურების შედეგებზე დამყარებული სარეიტინგო სისტემით. დამკვეთი და შემსრულებელი თავად აფასებენ ერთმანეთის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ხარისხს. ასევე დახვეწილია ფულადი ტრანზაქციების სისტემა. შრომის ანაზღაურება სრულდება დაცული ელექტრონული გადარიცხვების საშუალებით. გამომუშავებული თანხის განაღდება ან ანგარიშის შევსება, შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ბარათით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატებით. მომხმარებელთა ფინანსური რისკების შესამცირებლად, შემოღებულია მომსახურების ფასების მაქსიმალური ზღვარი. ყველა დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ავტომატურად ფორმდება ელექტრონული ხელშეკრულება. გადახდილი თანხა იბლოკება და ირიცხება შემსრულებლის ანგარიშზე, დამკვეთის მიერ ნამუშევრის მიღების დასტურის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს შედეგი გარანტირებულია, რის შესახებაც შეიტყობთ მომსახურების დეტალური აღწერის გვერდზე, და დამკვეთმა არ ჩათვალა შესრულებული სამუშაო დამაკმაყოფილებლად, გადახდილი თანხა სრულად უბრუნდება დამკვეთს. ამასთან ერთად, ზევით აღნიშნული რეიტინგების საფუძველზე შეიქმნება, ეგრეთ წოდებული „ვერიფიცირებულ“ (სანდო) შემსრულებელთა და დამკვეთთა ბაზა. შედეგად მათ მიეცემათ გაცილებით ძვირადღირებულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
eMoney არის მულტისავალუტო ელექტრონული საფულე, რომელსაც იყენებს 750,000 ფიზიკური და იურიდიული პირი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. eMoney-ს საფულე თავის მომხმარებლებს აძლევს საშუალებას მარტივად, კომფორტულად და რაც მთავარია ზედმეტი დანახარჯების გარეშე იშოპინგონ ინტერნეტში და გადაიხადონ სხვადასხვა პროვაიდერების გადასახადები eMoney-ს ვებ გვერდის მეშვეობით. ლიბერთი ბანკის ანგარიშებსა და ბარათების არსებულ ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით, eMoney უახლოეს მომავალში ონლაინ გადახდებისა და ინტერნეტ შოპინგის ყველაზე პოპულარული საშუალება გახდება მთელს კავკასიის რეგიონში, რითიც მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისათვის შექმნის გადახდების მიღების ყველაზე ხელსაყრელ და იაფ საშუალებას.eMoney ელექტრონული საფულის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი, გადაიხადოთ კომუნალური და ასობით სხვა პროვაიდერის გადასახადი დამატებითი საკომისიოს გარეშე. eMoney-ის მეშვეობით გადახდა ასევე შესაძლებელია ამიერკავკასიაში ყველაზე პოპულარულ და მსხვილ ქართულ ონლაინ ტოტალიზატორებსა და კაზინოებში. 2013 წელს eMoney-ში ჩაერთო ამიერკავკასიაში პოპულარული, საერთაშორისო პროვაიდერები, რაც ნიშნავს რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი Skype, World of Tanks, Odnoklassniki, WebMoney და სხვა ანგარიშების ბალანსი. თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ და მიიღოთ თანხა eMoney-ის სხვა საფულეების მფლობელებისაგან. სპეციალურად მცირე ონლაინ მერჩანტებისათვის, შექმნილია Facebook PAYstore, სადაც შესაძლებელია თქვენი პროდუქციის რეალიზაცია მარტივად და სწრაფად, პირდაპირ eMoney საფულის მეშვეობით, ბანკში ანგარიშის გახსნის რთული პროცედურის გარეშე. eMoney Georgia-ს ერთერთი აქციონერი არის ლიბერთი ბანკი, რომელიც ემსახურება 1.4 მილიონ კლიენტს 550 მომსახურების წერტილიდან. ეს საშუალებას გვაძლევს კლიენტებს შევთავაზოთ მრავალი სერვისი, რომელიც არის ბანკთან ინტეგრირებული. კლიენტებს შეუძლიათ სრულიად უფასოდ შეუკვეთონ PAY მულტისავალუტო ანგარიში და გადააბან იგი თავის eMoney საფულეს.eMoney სისტემა საშუალებას აძლევს თავის კლიენტებს მარტივად და სწრაფად შეიტანონ და გაანაღდონ თანხა თავისი საფულიდან მრავალი არხის მეშვეობით. eMoney საფულიდან თანხის გატანა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ქსელიდან:
eMoney ანგარიშის შევსება შესაძლებელია შემდეგი არხების გამოყენებით:
eMoney სისტემა საშუალებას აძლევს თავის კლიენტებს მარტივად და სწრაფად შეიტანონ და გაანაღდონთანხა თავისი საფულიდან მრავალი არხის მეშვეობით. eMoney საფულიდან თანხის გატანა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ქსელიდან:
ზოგადად რომ ვთქვათ, ეს არის-დისტანციური დასაქმება (Freelance), რაც ჩვენ შემთხვევაში გულისხმობს მხოლოდ ისეთი ტიპის პროდუქტის და მომსახურების (შეკვეთის) კლიენტისთვის შეთავაზებას, რომლის მიღება/ჩაბარება ხორციელდება არა პირდაპირი კონტაქტით, არამედ მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით. განცხადებაში აუცილებლად უნდა იყოს გარკვევით ნაჩვენები თუ რა მოცულობის მომსახურებას ვთავაზობთ კლიენტს იმ ფასში, რომელიც დავაწესეთ განცხადების შედგენისას და რომელიც არ შეიცვლება კონკრეტული შეკვეთის ფარგლებში.ქვემოთ აღწერილია, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმისათვის რომ მეტად იყოთ დაცული, და საიტზე www.iDo.ge საქმიანობის შედეგად მიიღით მაქსიმალურად მაღალი კომერციული შედეგი!
წარმოგიდგენთ განცხადების ფორმის შევსების ინსტრუქციას, სადაც ეტაპობრივად განვიხილავთ ყველა შესავსებ ველს:
თქვენი განცხადების სათაურიუნდა იყოს მიმზიდველი და მოკლედ აღწერდეს შეთავაზების შინაარს. კარგი იქნებოდა 40-80 სიმბოლოსაგან შემდგარი სათაური. მანდ უკვე ზოგადად უნდა ვთქვად რას ვთავაზობთ კლიენტს. მაგალითისთვის: მაგივრად „ვთარგმნი იტალიურ ტექსტებს“, აჯობებს - „გადავთავრგმნი 2 გვერდს იტალიურიდან-ქართულად“, ანუ უნდა ჩანდეს რა მოსულობის მომსახურებას ვთავაზობთ დამკვეთს ჩვენს მიერ მითითებულ ფასში. გამოქვეყნების შემდეგ, განცხადებაში სათაურს ავტომატურად მიემატება თქვენ მიერ არჩეული ფასი (დავუშვათ 5) და შედეგად მივიღებთ : „გადავთავრგმნი 2 გვერდს იტალიურიდან-ქართულად 5 ლარად“.
აქ უნდა შევეცადოთ რომ განცხადება აღვწეროთ მაქსიმალურად დეტალურად. უნდა ვაჩვენოთ დამკვეთს კონკრეტული აღწერილობა იმისა თუ რას ვთავაზობთ.
მაგალითად ასე:
„ვთარგმნი იტალიურიდან-ქართულად და პირიქით. მოცემულ ფასში შედის 2 გვერდის თარგმნა 12-ნი შრიფტით, 1,2 დაშორებით. იგულისხმება თარგმანის შედეგად მიღებული ტექსტის მოცულობა. სათარგმნი ტექსტის დიდი მოცულობის შემთხვევაში შეიძინეთ შესაბამისი რაოდენობის განცხადება.“
აქედან ჩანს რას მიიღებს კლიენტი განცხადების შეძენის შედეგად, და ისიც თუ როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში თუ გადასათარგმნი მასალა დიდი რაოდენობით გააჩნია. გარდა ამისა შემსრულებელს ასევე შეუძლია განათავსოს რამდენიმე განცხადება სხვადასხვა შეთავაზების მოცულობით ან პაკეტით. მაგალითად გამოაქვეყნოს მეორე განცხადება სადაც ანალოგიური სიზუსტით აღწერს მომსახურებას ოღონდ შესთავაზებს სხვას - „იტალიურ ენოვანი ტექსტის, 10 გვერდის რედაქტირება“ ამას დაემატება მითითებული ფასი და გამოვა - „იტალიურ ენოვანი ტექსტის10 გვერდის რედაქტირება 15 ლარად“. ვგონებ, რთული ამაში არაფერი არ არის :) ! ... გადავიდეთ შემდეგ „საფეხურზე“.
ეს ველი ყველასათვის კიდევ უფრო მარტივად გასაგები უნდა იყოს. ახლა უნდა მოვთხოვოთ დამკვეთს რომ მოგვაწოდოს შეთავაზების შესასრულებლად საჭირო: - ინფორმაცია, ფაილები, სხვა მასალა. მიუთითეთ ეს ინსტრუქციის სახით, მაგ.: "გთხოვთ მომაწოდოთ კომპანიის დასახელება და მიმართულების სტილის აღწერა ლოგოს დასამზადებლად", ან "მომაწოდეთ ფოტოსურათი, რომელიც გინდათ, რომ დავამუშავო თქვენთვის" ტექსტების შემთხვევაში შეგვიძლია მივუთუთოთ ფაილის ფორმატი - „გადასათარგმნი ტექსტი გამომიგზავნეთ საიტის მიმოწერაში მიმაგრებული ფალის სახით. ფორმატი - txt,pdf,djvu ან სკანირებული - jpeg“ … და ა.შ..
აქ ცხადზე ცხადია რომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ რომელ კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ ჩვენი საქმიანობა რათა კლიენტმა ადვილად „მოგვაგნოს“. მოერიდეთ უგულველყოფას კატეგორიის არჩევისას, იმიტომ რომ ამას როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს :)
ამ ველში როგორც უკვე მიხვდით უნდა ჩავწეროთ თუ რამდენ ხანში შევასრულებთ აღებულ ვალდებულებას. ნუ შეეცდებით მინიმალური ვადის მითითებას, გაითვალისწინეთ რომ შეკვეთების რაოდენობამ დროთა განმავლობაში შესაძლოა გადააჭარბოს მოსალოდნელს, თუმცა ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია რომ დიდხანს საქმის „გაწელვა“ დამკვეთისთვის არასასურველი რამაა.
მხოლოდ ერთი რეკომენდაცია, ფოტოსურათებისგან და ვიდეორგოლისგან შედგება პორტფოლიო, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს თქვენს სავიზიტო ბარათად, ამიტომ აჯობებს, რომ იზრუნოთ მის ესთეტიკურ გარეგნობაზე.
მომსახურების შეძენისათვის საჭიროა რომ იყოთ დარეგისტრირებული და გქონდეთ მოქმედი eMoney ანგარიში. სასურველი მომსახურების არჩევის გამარტივებისთვის უკეთესია მოიძიოთ ის საძიებო სიტყვების საშუალებით ან კატეგორიების დათვალიერებით. მომსახურების მოძიების შემდგომ უნდა დააწვეთ შეკვეთის ღილაკს. ფასში მითითებული თანხა დაიბლოკება თქვენივე ანგარიშზე და გადაირიცხება მხოლოდ მას შემდეგ რაც თქვენ მიიღებთ და დადებითად შეაფასებთ მომსახურებას. უხარისხოდ შესრულებული დაკვეთის შემთხვევაში, გადახდილი თანხა სრულად დაგიბრუნდებათ.
პლატფორმა საკომისიოს სახით იტოვებს დამკვეთის მიერ გადახდილი თანხის 10 პროცენტს, ხოლო მინიმალური - 5 ლარიანი გარიგების შემთხვევაში, საკომისიო შეადგენს - 1 ლარს. მასში შედის eMoney ელექტრონული საფულეთი სარგებლობის გადასახადი.
დანარჩენი საგადასახადო ვალდებულებები, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის როგორც ჩვეულებრივ, რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად და თავად შემსრულებელი აგებს მასზე დაკისრებულ საგადასახადო ვალდებულებებზე პასუხისმგებლობას.
ფრილანსინგის პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანაში უპირველესი მიზანია. ამის მისაღწევად პლატფორმით სარგებლობისათვის დაწესებულია შემდეგი საკომისიო:
ზოგადი ტარიფი:
ანგარიშის რეგისტრაცია - უფასო;
დამკვეთისათვის:
განცხადების განთავსება - უფასო;
მიღებული მომსახურებისათვის დამკვეთის მიერ გადასახდელი საკომისიო განისაზღვრა 0%-ით. გადაწყვეტილება ძალაშია 2015 წლის 30 დეკემბრამდე.
ფრილანსერისათვის:
განცხადების განთავსება - უფასო;
ფრილანსერის მიერ საკუთარი პროფილის სრულად შევსების შემთხვევაში, მას ეძლევა საშუალება გაიაქტიუროს გაწეული მომსახურების ანაზღაურებიდან დასაქვითი 0%-იანი საკომისიოს ფუნცქცია. გადაწყვეტილება ძალაშია 2015 წლის 31 დეკემბრამდე.
პლატფორმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით დადგენილი ვადები შეიძლება გახანგრძლივდეს.
საკუთარი ნაშრომის დასაცავად, საკმარისია დამკვეთს გაუგზავნო წინასწარი, ანუ შავი ვერსია.
მაგალითად:
- გადათარგმნილი ან შესწორებული ტექსტის მცირე ფრაგმენტი;
- დამუშავებული ფოტოსურათი დამცავი ნიშნით (watermark-ით);
- შესრულებული ლოგოტიპის არავექტორული ვარიანტი დაბალი რეზოლუციით;
შენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოიყენე ნაშრომის დაცვის სხვა გონივრული საშუალება.
წინასწარი ვერსიიდან ნათლად უნდა ჩანდეს საბოლოო შედეგის ხარისხი და უნდა იყოს შესაძლებელი მისი შეფასება.
დამკვეთის მიერ წინასწარი ვერსიის მოწონება ნიშნავს იმას, რომ გაწეული სამუშაოსათვის მიიღებ ანაზღაურებას და ამ შემთხვევაში, დასრულებული სამუშაოს ანაზღაურების გარანტიას იძლევა iDo.ge პლატფორმა. მას შემდეგ, რაც დამკვეთი მოიწონებს წინასწარ ვერსიას, შეგიძლია მშვიდად ჩააბარო შესრულებული სამუშაოს საბოლოო ვერსია.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციით, იურიდიულ პირს არ აქვს უფლება გადაიხადოს ელექტრონული ფულით. შესაბამისად, თუ iDo.ge-ზე რეგისტრაცია იურიდიულ პირზე გაფორმებული eMoney-ს ანგარიშით გაიარე, შეძლებ გასწიო მომსახურება და მიიღო ანაზღაურება, მაგრამ ვერ შეძლებ სხვის დაქირავებას და მისთვის ფულის გადახდას.
სხვის მიერ შემოთავაზებული მომსახურების შესაკვეთად გაიარე რეგისტრაცია ახალი, კერძო პირზე გაფორმებული eMoney-ს ანგარიშით.
შეკითხვები გამოაგზავნეთ საფოსტო მისამართზე: [email protected]. ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.