ნებისმიერი ორგანიზაციისათვის განკუთვნილი ლოგოს მომზადება. თქვენი ორგანიზაციის ფუნქციების, დიზაინერის ხედვისა და დღევანდელი ტენდენციების საფუძველზე იქმნება ლოგო. 2 დღეში იქმნება დაახლოებითი 2 ვარიანტი, თქვენ ირჩევთ ერთ-ერთს და შემდეგ მასზე მინდინარეობს (თუ მოისურვებთ) შესწორებითი სამუშაოები. თქვენ მიერ არჩეულ ვარიანტში შეიძლება გაკეთდეს ორი-სამი ცვლილება. რომლებიც გაკეთდება 1-2 დღის განმავლობაში. საბოლოო ვარიანტი მოგეწოდებათ ვექტორულ ფორმატში.